ფილმი The Courier, მერაბ ნინიძის, ბენედიქტ კამბერბეტჩის, რეიჩელ ბროსნაანისა და ჯესი ბაკლის მონაწილეობით, ნამდვილ ამბავზეა დაფუძნებული. ესაა ჯაშუშური თრილერი, რომლის გმირი გრევილ ვინი (ბენედიქტ კამბერბეტჩის შესრულებით) ისტორიის ერთ-ერთ უდიდეს საერთაშორისო კონფლიქტშია გახვეული. ბრიტანული MI6-სა და CIA-ს ოპერატიული ინფორმაციით, ის საიდუმლოდ თანამშრომლობს საბჭოთა ოფიცერთან (მერაბ ნინიძის შესრულებით). IMDB-ის ინფორმაციით, ფილმი საერთაშორისო კინოთეატრებში 19 მარტიდან გამოჩნდება.
The Courier-ში შედრულებული როლისთვის, მერაბ ნინიძე ბრიტანული დამოუკიდებელი კინოდაჯილდოება BIFA-ს ნომინაციაზეა წარდგენილი მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისათვის. BIFA-ს შედეგები 2021 წლის თებერვალში გახდება ცნობილი.