ქობულეთის ოთხ სოფელში – ჯიხანჯურში, ცეცხლაურში, ლეღვას სამხრეთ და ქაქუთის აღმოსავლეთი ნაწილში ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაუტარდა შინაურ ცხოველებს, სოფელ ჯიხანჯურში კი 60-დღიანი კარანტინია გამოცხადებული, რადგან ცოფით ინფიცირებულმა ტურამ 3 შინაური ცხოველი დაკბინა.
კარანტინის პირობებში მოსახლეობას შინაური ცხოველების გაშვება ეკრძალება.
ცოფის შემთხვევა სამჯერ ერთსა და იმავე სოფელში – ჯიხანჯურში გამოვლინდა, შესაბამისად, საჭირო გახდა მიმდებარე სოფლების ვაქცინაციაც.