1.ჯერ არ არსებობს დედამიწაზე ადამიანი, რომელმაც ახსნას ბოლომდე, თუ რა არის სიყვარული და რასაც ვერ ჩასწვდები და ვერ გაიგებ, არც უნდა ეცადო.
2.ერთი ადამიანიც რომ გძულდეს, მისი სახით ქრისტე შეგიძულებია და სასუფევლისაგან შორსა ხარ..
3.თუ ღვთის მცნებებს არ იცავთ, ნუ დაღლით უფალს ბევრი ლოცვით, არ მოგისმენთ და ლოცვა ცოდვად შეგირაცხებათ.
4.მარხვა ცოდვების სინანულია, როცა საჭმელი არ გახსოვს.
5. ლოცეთ ყველასათვის, ამასგიტოვებთ ანდერძად. ილოცეთ, ლოცვა მთებს დაძრავს.
6.შენ უფალმა მართლმადიდებლად გაგაჩინა, მთავარია შენ მტკიცედ იდგე შენს სარწმუნოებაზე, არ ცდუნდე. სხვა აღმსარებლობის ადამიანი ცხონდება, თუ არა, იმათ უფალი მიხედავს.
7. დამიანს ერთხელ უთხარი, ორჯერ, სამჯერ და თუ ვერ გაიგო, დაანებე თავი.
8.ცხოვრებაში ისეთი ცოდვა არ არსებობს, რის შენდობაც უფალს არ შეეძლოს აღსარება–ზიარების გზით.
9. მოწყალება ოქროა, მოთმინება კი ბრილიანტი.
10.კაცმა გზა თვითონ უნდა დაილოცოს თავისი კეთილი გადაწყვეტილებით. როგორც ივლი, გზაც ისეთი გექნება, ადამიანს ღმერთმა თავისუფალი ნება მისცა… მე რა უფლება მაქვს ან ასე ვთქვა, ან ისე.
წყარო: www.4motivi.com
მასალა მოამზადა : თორნიკე ყრუაშვილმა