ლოცვას მურწმუნესთვის მართლაც დიდი მნიშვნელობა აქვს, თუმცა ხშირია შემთხვევები, როცა გარკვეული მიზეზებით, ქრისტიანები ვერ ახერხებენ წარმოთქვან გრძელი ლოცვები სრულად. მრევლში ფართოდ გავრცელებულია მოკლე ლოცვები, რომელთა გამეორებაც დღეში რამდენჯერმეა სასურველი, რათა ღმერთთან კავშირი არ გაწყდეს.
რა თქმა უნდა, ამ მოკლე ლოცვით მორწმუნე გამოხატავს თავის სურვილს და ღმერთს მხარდაჭერას სთხოვს, ისევე როგორც სხვა ყველა ლოცვით.
წარმოგიდგენთ შემდეგ ოთხ მოკლე ლოცვას:
- დამლოცე უფალო!
წარმოთქვით ყოველთვის, როცა ღვთის კურთხევა გჭირდებათ. მაგალითად, სახლიდან გამოსვლისას , ახალი საქმის დაწყების და ოჯახის შექმნის დროს.
- უფალო შემიწყალე!
ეს ძალიან ძლიერი ლოცვაა, რომელიც მორწმუნე ადამიანს რთულ მომენტში და სახიფათო სიტუაციაში დაეხმარება. ის სულის დახმარებისკენაა მიმართული.
- დიდება უფალს!
ამ ტექსტს ამბობენ, რომ უფლის მიმართ მადლობა გამოხატონ და განადიდონ. მას ყოველ ჯერზე ამბობენ, როცა ღვთისგან რაიმე „საჩუქარს“ იღებენ. მაგალითად, როცა დაავადების განკურნებაში დაგეხმარებათ.
- დამეხმარე, უფალო!
კიდევ ერთი ძალიან მოკლე ლოცვა, როცა უფლის დახმარება და მხარდაჭერა გჭირდებათ. მაგალითად, შეგიძლიათ მაშინ წაიკითხოთ, როცა რაღაც არ გამოგდით და სასოწარკვეთაში ვარდებით, ან სიტუაციიდან გამოსავალს ვერ ხედავთ.
წყარო: www.vivien.ge
მასალა მოამზადა: თორნიკე ყრუაშვილმა