„მთავრობამ მუნიციპალური ტრანსპორტის ამუშავების გადაწყვეტილება მიიღო“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
მუნიციპალური ტრანსპორტი 8 თებერვლიდან ამოქმედდება.
„ორშაბათიდან, 8 თებერვლიდან, საქართველოში სრული მასშტაბით ამოქმედდება მუნიციპალური ტრანსპორტი, რაც ნიშნავს, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი ამოქმედდება თბილისშიც, რუსთავშიც და ქუთაისშიც. მეტრო, ავტობუსი და სამარშრუტო მიკროავტობუსები. გარდა ამისა, 8 თებერვლიდან, ორშაბათიდან ამოქმედდება ასევე სრულად ბაზრობები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისი თქმით, დადებითობის მაჩვენებელი უკვე ჩამოვიდა 4%-ზე ქვემოთ, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, თამამად მაგრამ ფრთხილად გაგრძელდეს შეზღუდვების შემსუბუქება.
„თუმცა ყველას უნდა გვახსოვდეს, ეს უფრო მეტი პასუხისმგებლობაა თითოეული ჩვენგანისთვის, რათა წესები დავიცვათ“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.
მისივე თქმით, შეზღუდვები შაბათ-კვირას შენარჩუნდება.