მეტროს სადგურ „გოცირიძეზე“ სრულმასშტაბიანი სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს. თბილისის მერიის ინფორმაციით, ამის გამო, 8 თებერვლიდან აღნიშნული სადგური სამი თვის განმავლობაში მგზავრებს ვერ მოემსახურება. მოძრავი შემადგენლობები თბილისის მეტროს პირველ ხაზზე, ამ სადგურზე არ გაჩერდებიან.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 8 თებერვლიდან მუნიციპალურ ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვები იხსნება. თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსები 21:00 საათამდე, მგზავრთა მომსახურებას ჩვეულ რეჟიმში განაახლებენ. გამონაკლისია კუს ტბისა და რიყე-ნარიყალას საბაგირო გზები.
დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი შაბათ-კვირას არ იმოძრავებს.