აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა მემორანდუმს მსოფლიოში LGBTQI+ პირთა უფლებების დაცვის შესახებ.
„ჩვენი ზნეობრივი ლიდერობის აღდგენის მიზნით, მე ასევე დავუგზავნი პრეზიდენტის მემორანდუმს უწყებებს, რათა LGBTQI საკითხებზე ჩვენი ლიდერობა გააძლიერონ საერთაშორისო დონეზე. თქვენ იცით, რომ ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ დიპლომატია ამ ადამიანების უფლებების მხარდაჭერას ემსახურებოდეს“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.
თეთრ სახლში განაცხადეს, რომ პრეზიდენტ ბაიდენს მტკიცედ სჯერა, რომ ყველა ადამიანს ღირსეულად უნდა მოეპყრონ და მათ შიშის გარეშე ცხოვრება უნდა შეეძლოთ და მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არიან ისინი ან ვინ უყვართ.