ხატმებრძოლეობას სათავე მერვე საუკუნეში ჩაეყარა და იგი დაახლოებით საუკუნეზე მეტ ხანს გაგრძელდა ბიზანტიის იმპერიაში. იგი გახდლათ რელიგიური დაპირისპირება, რომელსაც სათავე ლეონ მესამემ დაუდო.
იმპერატორის განკარგულების თანახმად, აიკრძალა ხატების თაყვანისცემა, ეკლესიებიდან ხატები გაიტანეს. ამის მიზეზი გახლდათ იმპერატორისა და მისი მომხრეების შეხედულებანი, რომლის მიხედვითაც, თითქოს ხატების თაყვანისცემა იყო კერპმსახურება. რა თქმა უნდა, ქრისტიანთა დიდი ნაწილი აღაშფოთა იმპერატორის ამ გადაწყვეტილებამ. ხატმებრძოლთა წინააღმდეგ განსაკუთრებით იბრძოდნენ ბერ -მონაზვნები და ეკლესიის სხვა მსახურნი. ამის საპირისპიროდ, იმპერატორმა ეკლესია-მონასტრებს მიწები და სხვა ქონება ჩამოართვა, რითიც ცდილობდა სახელმწიფო ხაზინის გამდიდრებადა და პირადი ძალაუფლების განმტკიცებას.
765 წლიდან განსაკუთრებით აქტიურად დაიწყო დევნა. ხატებს გამუდმებით ლეწდნენ, ეკლესია- მონასტრები ყაზარმებად და სასტუმროებად აქციეს, ბერ-მონაზვნები შეიპყრეს და დილეგში ჩაყარეს.
საბოლოოდ, 787 წელს, მეშვიდე მსოფლიო საეკლესიო კრებაზე, ნიკეაში, აღადგინეს ხატთაყვანისცემა. ამ საქმეში უდიდესი წვლილი მიუძღვის ირინე ათენელს, რომელიც მოგვიანებით იმპერატორის სახელით მართავდა ქვეყანას.
ქრისტიანულ ეკლესიას, სამწუხაროდ, კიდევ დიდი ხანი დასჭირდა, რათა საბოლოოდ აღედგინა ხატთაყვანისცემა. საბოლოოდ იგი აღადგინეს 843 წლის 11 მარტს. აღსანიშნავია, რომ ეს დღე მართლმადიდებლობის ზეიმად ითვლება და აღინიშნება დიდმარხვის პირველ კვირას.
მასალა მოამზადა: თორნიკე ყრუაშვილმა