„საქართველო პირველ ხუთ ქვეყანას შორის მოხვდა, რომელმაც უმაღლესი ხარისხის ვაქცინის პირველი პარტია მიიღო,- ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
„30 000 დოზა ჩამოვა ძალიან მალე, ერთ-ორ კვირაში და საშუალება გვექნება, ავცრათ მედიცინის მუშაკები. საქართველომ უკვე ოფიციალურად მიიღო შეტყობინება, რომ მარტში გამოიყოფა კიდევ 214 000 დოზა, რომლითაც აიცრებიან ხანდაზმულები. შემუშავებულია ვაქცინაციის ძალიან ეფექტიანი, უნიკალური გეგმა. შერჩეულია კლინიკები, სადაც უნდა მოხდეს ვაქცინაცია. მკაცრად არის განსაზღვრული, თუ რა აღჭურვილობა და მედიკამენტები უნდა იყოს ვაქცინაციის თითოეულ ცენტრში, როგორი კვალიფიკაციის მედპერსონალი უნდა იყოს და ა.შ. ეს ყველაფერი არის იმის გარანტი, რომ ვაქცინაცია მოხდეს ორგანიზებულად, აიცრას რაც შეიძლება ბევრი ადამიანი, გვექნება გართულებების მინიმალური რაოდენობა და არ გვექნება სიკვდილიანობის არც ერთი შემთხვევა“, – განაცხადა ცერცვაძემ.