რაგბის ფედერაციამ Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ქართველ სპორტსმენებს საქართველოს რუკა აქვთ გამოსახული.
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა 2020 წლის რაგბის ევროპის ჩემპიონატის დასკვნით შეხვედრა, თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე, რუსეთის ეროვნულ ნაკრებთან გამართა. მატჩის 46-ე წუთზე ვასილ ლობჟანიძემ ლელო დადო.
რამდენიმე წუთში თედო აბჟანდაძემ თავი ჯარიმით გამოიჩინა და ანგარიში 10:0 გახადა. 61-ე წუთზე ლელო რუსეთის ნაკრებმაც დადო და სხვაობა 3-მდე შემცირდა (10:7). შეხვედრის 66 წუთზე თავი კვლავ ჯარიმით გამოიჩინა თედო აბჟანდაძემ და ანგარიში 13:7 გახდა. მატჩის 74 წუთზე თედო აბჟანდაძემ კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა. შედეგად, შეხვედრის საბოლოო ანგარიში, 16:7 დაფიქსირდა.
საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის გათამაშება 23 ქულითა და 5/5 გამარჯვებით დაასრულა.