კომენდანტის საათის გაუქმება, ამ ეტაპზე, არ განიხილება – აცხადებს ამირან გამყრელიძე. მისივე ინფორმაციით, დადებითობის მაჩვენებელი იკლებს, თუმცა დღიური 400 შემთხვევა საქართველოსთვის ბევრია.
უნდა დავუკვირდეთ ხვალინდელი შემსუბუქების შემდეგ სიტუაციას, როგორი იქნება, როცა გაიზრდება მობილობა, როცა მუნიციპალური ტრანსპორტი და მეტრო ამუშავდება. მომავალი ორშაბათიდან ასევე სერიოზულად გაიზრდება კიდევ მობილობა, როცა სკოლებში სწავლა დაიწყება და ამის შემდეგ იმის მიხედვით, თუ შევინარჩუნებთ იმ ეპიდსიტუაციას, როგორიც დღეს გვაქვს შემდგომ ნაბიჯზე უკვე იქნება გადაწყვეტილებები მიღებული ” ამბობს გამყრელიძე “ინტერპრესნიუსთან”