საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია გურიაში, „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში დაფინანსებულ სალიფსიტე მეურნეობაში, „გურია ფიშში“ იმყოფებოდა. როგორც მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ სალიფსიტე მეურნეობაში, რომელიც 1 500 000 ლარით, „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში დაფინანსდა, მთავრობის მეთაური წარმოების პროცესს გაეცნო. საწარმოში ამ დროისთვის განხორციელებულია 1 200 000 ევროს ოდენობის ინვესტიცია, ხოლო საბოლოო ეტაპზე კომპანია ჯამში 25 000 000 ევროს მოცულობის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. საწარმოში 12 ადამიანია დასაქმებული.