დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი ბოლო სამ დღეში თითქმის ერთ დონეზეა და დღეს კიდევ უფრო დაიკლო.
კერძოდ, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, 14 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.79%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.5%
როგორც ამირან გამყრელიძემ საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ბოლო ორი თვის განმვალობაში, დეკემბრის შუა რიცხვებიდან მოყოლებული, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია საკმაოდ სტაბილურდება.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არავითარი დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს. ყველა ინდიკატორი დადებითი დინამიკით ხასიათდება, მაგრამ დამშვიდების საფუძველი არ არის. ყოველდღიურად 300-400 ინფიცირების მაჩვენებელი მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. ამიტომ ყველა ის წინადადება და რეკომენდაცია, რომელსაც ვაჟღერებთ, აუცილებლად შესასრულებელია. უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.