აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის საუკეთესო სამუშაო სივრცედ საერთაშორისო ჟიურიმ Terminal – ი დაასახელა. ამის შესახებ „თბილისი თაიმსს“ ინფორმაციას „ტერმინალი“ აწვდის. მათი ცნობით, ფინალში 4 ქვეყანა მონაწილეობდა. საქართველოდან „ტერმინალმა“ რუსეთის, უკრაინისა და მოლდოვას ქოვორქინგ სივრცეები დაამარცხა.
EuroAsian Startup Awards- ი მსოფლიოში სტრატაპების ეკოსისტემის ყველაზე მსხვილი საერთაშორისო ორაგინაზაციის – Global Startup Awards – ის რეგიონული კონკურსია, რომელმაც 2020 წელში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის საუკეთესო სტარტაპები გამოავლინა. საერთაშორისო ექსპერტებით დაკომპლექტებული ჟიური გამარჯვებულის გამოსავლენად სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით ხელმძღვანელობდა.
„ეს გამარჯვება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ „ტერმინალის“ გუნდისთვის, არამედ საქართველოსთვისაც“, – აცხადებს „ტერმინალის“ დირექტორი, ჯინო დოლინი.
,,ფინალში საკმაოდ სერიოზულ ქვეყნებს შორის მოვხვდით, მათთან ქოვორქინგის ინდუსტრია დიდი ხანია, არსებობს და გამოცდილებაც მეტი აქვთ. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, როცა საქართველო მისთვის ახალ ინდუსტრიაში მსხვილ ქვეყნებს ამარცხებს. როგორც ჩანს, ჟიურიმ გაითვალისწინა, რომ მცირე დროში „ტერმინალმა“ შეძლო საერთაშორისო სტანდარტიების მქონე საერთო სამუშაო სივრცის შექმნა, რომელიც ჯერჯერობით ყველაზე დიდია რეგიონში“, – აცხადებს ჯინო დოლინი.
რეგიონული გამარჯვების შემდეგ, Terminal – ი 2021-ში Global Startup Awards – ში მონაწილეობს, რომელიც მსოფლიოს ყველაზე მსხვილი მიუკერძოებელი კონკურსია, რომელიც მსოფლიოს სტარტაპ კომპანიებისთვის წლის მთავარი ღონისძიებაა.
Terminal – ი პირველი ქართული ბრენდია, რომელმაც საქართველოში ქოვორქინგის ინდუსტრია შემოიტანა.
Terminal – ი მომხმარებელს, საერთო სამუშაო სივრცესთან ერთად, ინდივიდურ ოფისებს, შეხვედრებისა და საკონფერენციო ოთახებსაც სთავაზობს.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ