საქართველოში ე.წ. ბრიტანული შტამის კიდევ ორი საეჭვო შემთხვევის შესწავლა მიმდინარეობს, – ამის შესახებ პირველ არხს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განუცხადა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე ნიმუშების სეკვენირება მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამის პირველი შემთხვევა საქართველოში იანვრის დასაწყისში დადასტურდა.
ეპიდემიოლოგების განმარტებით, ახალი შტამი არ გამოირჩევა სიმძიმის ან ლეტალობის მაჩვენებლით, თუმცა არსებული შტამისგან მაღალი გადამდებობა განასხვავებს.