ყოველწლიურად, იანვრის თვეში სომეხთა სამოციქულო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია მოწამე სარქისს იხსენიებს. სურბ სარქისობა სომეხი ერის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რელიგიური და სახალხო დღესასწაულია.
სურბ სარქისი მიიჩნევა ახალგაზრდა შეყვარებულების მფარველად. დღესასწაულს წინ უძღვის 5 დღიანი მარხვა, ხოლო დღესასწაულის წინა ღამით, ახალგაზრდები მიირთმევენ დამარილებულ კვერს, რათა სიზმარში საქმრო ან საპატარძლო გამოეცხადოთ.
ამ დღეს სომხურ ოჯახებში მოხალული ფქვილისგან ფოხინდი მზადდება, რომელსაც სახლის კარის ზღურბლზე დგამენ. ხალხური გადმოცემის თანახმად,ბედნიერების ნიშნად, ღამით ფოხინდზე ნალის კვალი უნდა დატოვოს წმინდა მხედართმთავარი სარქისის ცხენმა. ამ დღის განსაკუთრებული აღნიშვნის ტრადიცია დამკვიდრდა ახალქალაქის რაიონის სოფელ დილისკას სურბ სარქისის ეკლესიაში. მრევლი ღამით იკრიბება და ტაძარში და ახალგაზრდები ერთმანეთს სანთლებს უცლიან, რაც ასევე მომავალი ოჯახური ბედნიერების სიმბოლოს წარმოადგენს.
წყარო: www.tolerantoba.ge
მასალა მოამზადა: თორნიკე ყრუაშვილმა