პარლამენტი მთავრობის განახლებული შემადგენლობის მოსმენას განაგრძობს.
ნათია თურნავას თქმით, ამ ეტაპზე პრიორიტეტია საქალაქთაშორისო ტრანსპორტი აღდგეს და ასევე, ფიტნეს კლუბები და კერძო საბავშვო ბაღები გაიხსნას.
“მე ვფიქრობ, რომ ჩვენ შეიძლება უახლოეს პერიოდში კვლავ დავსვათ განსახილველად შემდგომი, დარჩენილი ინდუსტრიების გახსნის საკითხი. რა თქმა უნდა, ძალიან ფრთხილად, ამდენი გარდაცვლილია ყოველდღიურად და ეს ისეთი გარემოებაა, რომელიც ყოველთვის უნდა გვახსოვდეს. თუ მკითხავთ პრიორიტეტებს, პირველი პრიორიტეტები ჩემი მოკრძალებული აზრით არის საქალაქთაშორისო ტრანსპორტი. რესტორნების შიდა სივრცეებში გახსნაზე მიდის ძალიან აქტიური მსჯელობა. ფიტნესები, კერძო ბაღები კვლავაც დახურული რჩება. რა თქმა უნდა ვეხმარებით, მაგრამ ყველაზე მეტად დაიჩაგრნენ და ვფიქრობ, რომ შემდეგ ეტაპზე, ალბათ მარტის თვეში უნდა ვიფიქროთ დარჩენილი დარგების გახსნაზე,” – განაცხადა თურნავამ.