საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა თელ-ავივის გრან სლემზე გამოსვლა შთამბეჭდავად დაასრულეს. ტურნირის დასკვნით დღეს ქართულმა დელეგაციამ 4 მედალი აიღო, მათ შორის 2 ოქროსი.
100 კგ წონით კატეგორიაში ჩემპიონი ლაშა ბექაური გახდა, მძიმეწონოსნებში კი ოქროს მედალი გელა ზაალიშვილმა დაისაკუთრა, რომელმაც ფინალში რუსი ძიუდოისტი დაამარცხა.
ამის გარდა, ქართულმა დელეგაციამ 1 ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ვერცხლის მედალი თემურ ნოზაძის ანგარიშზეა (60კგ), ბრინჯაოს კი, ნუგზარ ტატალაშვილი (73კგ), ბექა ღვინიაშილი (90კგ), ილია სულამანიძე (100კგ) და გურამ თუშიშვილი (100+კგ) დაეუფლნენ.
ჯამში ქართველმა ვაჟმა ძიუდოისტებმა 7 მედალი აიღეს და საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს.
რაც შეეხება ქალებს, ამ შემთხვევაში თავი ეთერ ლიპარტელიანმა გამოიჩინა, რომელმაც ქართული ძიუდოს ისტორიაში, გრან სლემებზე პირველი მედალი მოიპოვა. ქართველი ქალი ძიუდოისტი ბრინჯაოს მედალს დაესაკუთრა