საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან ზუსტად 1 წელი გავიდა.
კოვიდ 19 ქვეყანაში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს, აზერბაიჯანიდან შემოსულ საქართველოს მოქალაქეს დაუდასტურდა.
დღეისთვის კი ქვეყანაში სულ 269 800 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია – 263 727, გარდაცვლილია – 3475 პაციენტი.
1 წლის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსის გამო ორჯერ გამოცხადდა ე.წ. ლოქდაუნი და “კომენდანტის საათი”, რომელიც ამ დრომდე მოქმედებს.