ალბათ ყველას გვიყვარს მსახიობი რაიან რეინოლდსი. მსახიობმა რამდენიმე კვირის წინ უელსური გუნდი, ვრექსემი შეისყიდა.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავი ვრექსემის ფეხბურთელებს და კლუბში მომუშავე პერსონალს მთლიანად აუნაზღაურებს Covid 19-სგან გამოწვეულ ზარალს.
უელსის ნაციონალური ლიგა შარშან მარტში შეჩერდა და მას შემდეგ ვრექსემის ფეხბურთელები მინიმალურ ხელფასს იღებდნენ.
კლუბი შეგუებული იყო იმ ფაქტს, რომ მთლიანი ხელფასი დაკარგული ჰქონდათ, თუმცა გუნდის ახალმა მფლობელმა, რაიან რეინოლდსმა თავაისი ჯიბიდან მთლიანად აანაზღაურა დანაკარგი.
ვექსემის მწვრთნელი, დინ კიტსი:
“დაუჯერებელია. ძალიან გაგვეხარდა ბატონი რეინოლდსის გადაწყვეტილება. კლუბის ყველა ფეხბურთელი თუ სხვა თანამშრომელი დათანხმდა მინიმუმამდე შემცირებულ ხელფასს ვრექსემის გადასარჩენად. დღეს კი დანაკარგი გვიბრუნდება”.
მართლაც შესანიშნავი გადაწყვეტილებაა. რაიანმა ახალი კლუბის ფეხბურთელებს და თანამშრომლებს უფრო შეაყვარა თავი.