• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, December 15, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

130-ე დღე „ნამახვანჰესის“ მშენებლობის გასაპროტესტებლად – რას ჰყვება ადგილობრივი მოსახლე

5 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, ეკონომიკა, მთავარი მოვლენები, საზოგადოება
A A
130-ე დღე „ნამახვანჰესის“ მშენებლობის გასაპროტესტებლად – რას ჰყვება ადგილობრივი მოსახლე
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

უკვე საკმაოდ დიდი ხანია, ნამახვანჰესთან დაკავშირებული საკითხები აქტუალურია. ბოლო პერიოდში კი ეს თემა ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი და კრიტიკულია. ადგილობრივი მოსახლეობა უკვე 130-ე დღეა, ღამეებს ადგილზე, კარვებში ათენებს. უფრო დეტალურად, რა ხდება ტერიტორიაზე და ვის რა ინტერესი აქვს – ამის შესახებ „თბილისი თაიმსთან“ ადგილობრივი მოსახლე, ლევან ხმელიძე საუბრობს.

როგორც ლევანი აღნიშნავს, მოსახლეობამ თავისი სოციალური პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა აიღოს.  ის გვიყვება, რომ საპროტესტო აწცია თავიდან 5-6-მა ადამიანმა დაიწყო – იქაურებმა მეტი იცოდნენ და მეტს ხედავდნენ. რესპონდენტის თქმით,  მოლაპარაკებები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჯერ კიდევ 2015 წლიდან მიმდინარეობს, ხოლო ამის შემდეგ, როდესაც უკვე თურქებმა ტექნიკა შემოიტანეს და ქმედება დაიწყეს,  საჭირო გახდა ფიზიკური მოქმედებები.

„მიმდინარე პროცესები ვარლამ გოლეთიანის ოჯახმა ითავა. თავიდან 5-6 ადამიანი იყო. გაშალეს კარვები და დადგნენ. ზოგიერთებს ეგონათ, რომ ისინი კვირაზე მეტ ხანს ვერ გაძლებდნენ. თუმცა, დაინახეს, რომ პროტესტი მიზანზე იყო ორიენტირებული. მიზანი კი იყო შემდეგი – სახელმწიფოს გაეგო იქაურების ხმა.

უკვე ამდენი დღეა, ემატებიან და ემატებიან პროტესტს ადგილობრივი სოფლებიდან და არამარტო. ამ ადამიანებს არ აქვთ პოლიტიკური, კორუფციული ინტერესები და ისინი მხოლოდ სახელმწიფოს ინტერესებს იცავენ. სწორედ ამ საღმა აზრმა განაპირობა  ქუთაისში  15 000 ადამიანის მობილიზება. 28 თებერვალს ჩვენ ვიხილეთ არა პოლიტიკური, არამედ – სახალხო პროტესტი.

თურქულ კომპანია „ენკას“ მიეცა სახელმწიფოსგან კვლებების ჩატარების ნებართვა და მათ დაიწყეს მზადება მშენებლობისთვის. კომპანია მუშაობდა შეუფერხებლად. ქართული კანონმდებლობით, მათ აქვთ იგივე უფლებები, რაც – ადგილობრივებს. როცა ჩვენ გვაქვს პრეტენზია მათი ქმედებების კანონიერებაზე, ისინი სახელმწიფოსგან ითხოვენ დაცვას – თითქოს, ჩვენ ხელს ვუშლით ეკონომიკურ განვითარებაში და სახელმწიფოს „აიძულებენ“, გამოიყენოს დაცვის მექანიზმები. ანუ სახელმწიფოს სჭირდება რესურსის გამოყენება ჩვენ წინააღმდეგ. კანონი იცავს ამათ უკანონო ქმედებას“, – ამბობს ლევანი „თბილისი თაიმსთან“ საუბრისას.

როგორც ის აღნიშნავს, პროცესების მიმდინარეობისას იყო არაერთი პროვოკაცია. მისივე თქმით, ადგილობრივებს არ აქვთ პრეტენზია სამართალდამცველებთან, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობებს ასრულებენ.

რესპონდენტი კიდევ ერთ უდიდეს პრობლემად მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას ასახელებს. აღნიშნავს, რომ ზოგიერთი ჟურნალისტი საკუთარი პროფესიის გამო თავს პრივილეგირებულად მიიჩნევს, მასალის შინაარსის  ხარისხს კი ყურადღება არ ექცევა.

„5-6 ტელევიზიიდან თითოეული მოვლენებს სხვადასხვა მოტივაციით აშუქებს – ეს აბსურდულია, საზოგადოებას აწვდიან ცრუ ინფორმაციას. თუმცა, ის ყველაფერს ხედავს. სიტყვის თავისუფლება უნდა იყოს დაცული, მაგრამ აუცილებელია სიმარლისა და სიცრუის კონტროლი, რომ მედიასაშუალებებმა ინფორმაციები საკუთარი ინტერესებისთვის არ გამოიყენონ. საკანონმდებლო დონეზე უნდა დადგეს საკითხი, რომ მედიას ჰქონდეს პასუხისმგებლობა და, სიცრუის შემთხვევაში, ის უნდა ისჯებოდეს“, – განმარტავს რესპონდენტი.

ლევან ხმელიძის ინფორმაციით, საპროტესტო აქციები კვლავ მიმდინარეობს და  ის კვლავ გაგრძელდება.

მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ 

fb-share-icon
Tweet
Share1Tweet1

ახალი ამბები

ცნობილია, ვინ არის ნაძალადევზე ავარიის დროს დაღუპული ახალგაზრდა ქალი
ახალი ამბები

ცნობილია, ვინ არის ნაძალადევზე ავარიის დროს დაღუპული ახალგაზრდა ქალი

12/12/2025
ცნობილია, დიდ დიღომში გარდაცვლილი ახალგაზრდის ვინაობა
ახალი ამბები

ცნობილია, დიდ დიღომში გარდაცვლილი ახალგაზრდის ვინაობა

12/12/2025
მარნეულში, თანასკოლელმა მე-8 კლასის მოსწავლე დანით დაჭრა – შსს-მ გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

მარნეულში, თანასკოლელმა მე-8 კლასის მოსწავლე დანით დაჭრა – შსს-მ გამოძიება დაიწყო

12/12/2025
„თქვენი მხარდაჭერის და გამხნევების იმედი მაქვს… როგორი რთულიც არ უნდა იყოს, ცხოვრება გრძელდება…“ – სალომე ბაკურაძე ეთერს დაუბრუნდა
ახალი ამბები

„თქვენი მხარდაჭერის და გამხნევების იმედი მაქვს… როგორი რთულიც არ უნდა იყოს, ცხოვრება გრძელდება…“ – სალომე ბაკურაძე ეთერს დაუბრუნდა

12/10/2025
სასამართლოს დამოუკიდებლობით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია
ახალი ამბები

სასამართლოს დამოუკიდებლობით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია

12/10/2025
იმერეთში, 14 წლის გოგო დედა გახდა – ფაქტზე დაწყებულია გამოძიება
ახალი ამბები

იმერეთში, 14 წლის გოგო დედა გახდა – ფაქტზე დაწყებულია გამოძიება

12/08/2025

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • ცნობილია, ვინ არის ნაძალადევზე ავარიის დროს დაღუპული ახალგაზრდა ქალი 12/12/2025
  • ცნობილია, დიდ დიღომში გარდაცვლილი ახალგაზრდის ვინაობა 12/12/2025
  • მარნეულში, თანასკოლელმა მე-8 კლასის მოსწავლე დანით დაჭრა – შსს-მ გამოძიება დაიწყო 12/12/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In