ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია. ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს უჭირთ, გამონახონ საერთო ენა და შეჯერდნენ საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.
რა არის გამოსავალი მიმდინარე პოლიტიკური კრიზისიდან – აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით “თბილისი თაიმსს” ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ესაუბრა.
მისი შეფასებით, საჭიროა რეალური შემხვედრი ნაბიჯების გადადგმა როგორც ხელისუფლების, ისე – ოპოზიციის მიერ – ეს ერთი და მეორე – დღის წესრიგის მოხსნა-შერბილება, რაც დღეს ოპოზიციას აქვს.
როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, კრიზისის განსამუხტად აუცილებელია, ორივე მხარემ საკუთარ თავში ნახოს გამოსავალი, რაც მათ საშუალებას მისცემს, შეინარჩუნონ სახე პოლიტიკაში და ხელი შეუწყონ დიალოგს, რომელიც არ წარმოადგენს წითელ ხაზს არცერთი მხარისთვის.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ