თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, აღსაზრდელებსა და პერსონალს შორის კორონავირუსის დადასტურების გამო დღესდღეობით 42 ბაღია დახურული. ინფორმაციას „პუბლიკა“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, სწავლის განახლებიდან, 1 მარტიდან დღემდე კორონავირუსის შემტხვევების დადასტურების გამო სულ 46 ბაღი დაიხურა. მათგან ოთხმა ორკვირიანი საკარანტინო პერიოდის გასვლის შემდეგ მუშაობა კვლავ განაახლა.
სააგენტოში განმარტავებ, რომ საბავშვო ბაღებში კორონავირუსით ინფიცირების ფაქტის გამოვლენისთანავე დაწესებულება გადადის კარანტინის რეჟიმში. საკარანტინო პერიოდის გასვლის შემდეგ კი ხდება სააღმზრდელო პროცესის აღდგენა. პარალელურად, ორ კვირაში ერთხელ ყველა ბაღის პერსონალს უტარდება ტესტირება კორონავირუსზე, რაც ხელს უწყობს ვირუსის გავრცელების პრევენციას.