დათამ დამიბარა, სახლი არ დატოვო არსად წახვიდე, არ წაგვართვან, თუ რამეა ქართველები მოგხედავენო, – ამის შესახებ ხურვალეთელი დათა ვანიშვილის ცოლმა, ვალია ვანიშვილმა განაცხადა.
ყველასთვის ცნობილი დათა პაპა 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი დაკრძალვის ხარჯებს გორის მუნიციპალიტეტის მერია გაიღებს.
დათა ვანიშვილის სახლი ოკუპირებულ ტერიტორიაზე 2012 წელს მოჰყვა, თუმცა მან სახლის დატოვებაზე უარი თქვა და მავთულხლართებს მიღმა მეუღლესთან ერთად დარჩა.
2014 წელს ის ოკუპანტებმა პენსიის ასაღებად ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის გამო დააკავეს.