დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძემ „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ ინტერვიუში მედიკოსებს მიმართა და ვაქცინაციისკენ მოუწოდა. როგორც მან განაცხადა, ვაქცინაციის პროცესი არ უნდა გაჩერდეს.
„Covid-19-ის წინააღმდეგ ვაქცინაცია გახლავთ ის გზა, რამაც უნდა დაამთავროს პანდემია ქვეყანაში და მთელ მსოფლიოში. მიუხედავად ძალიან სამწუხარო და მძიმე ფაქტისა, რაც მოხდა ქვეყანაში – ვაქცინაციის შემდგომი გართულებით დაიღუპა ჩვენი კოლეგა მეგი ბაქრაძე, ვაქცინაცია უნდა გაგრძელდეს. აცრის შემდეგ თავად მეგიმ მოუწოდა მოსახლეობას და კოლეგებს, რომ აცრილიყვნენ. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ მედიკოსს, ვინც ამ მძიმე წუთების შემდეგ მივიდა ცენტრებში და მოიხადა მოქალაქეობრივი ვალი – აიცრა. ეს პროცესი არ უნდა შეჩერდეს“, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.