ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ვაქცინაციის პროგრამაში ასაკობრივი ჯგუფები დაემატება. შესაბამისი გადაწყვეტილება იმუნიზაციის ექსპერტთა სხდომისა და საკოროდინაციო საბჭოს შეხვედრის შემდეგ მიიღეს.
“მოხდება ასაკობრივი ჯგუფების დამატება ვაქცინაციის პროცესში, კერძოდ 75 წელზე და 65-წელზე ზევით ჩვენი მოქალაქეებისთვის ვაქცინაციაზე ხელმისაწვდომობა შესაძლებელი იქნება”, – თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.
მისი განცხადებით, სპეციალური სარეგისტრაციო პორტალი მოქალაქეებისთვის 25 მარტიდან იქნება ხელმისაწვდომი.