აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ 2024 წელს მეორე ვადით იყრის კენჭს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„დიახ, ვგეგმავ მეორე ვადით კენჭის ყრას. მოველი ამას“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ჯო ბაიდენმა იმედი გამოთქვა, რომ 2024 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში კამალა ჰარისთან ერთად მიიღებს მონაწილეობას.
„კამალა ჰარისი კარგად ასრულებს თავის სამუშაოს. ის შესანიშნავი პარტნიორია“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.