საქართველო, შესაძლოა, პირველი ქვეყანა იყოს, სადაც მოსახლეობისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება სავალდებულო გახდეს.
ამის შესახებ , ქვეყნის მთავარმა ინფექციონისტმა თენგის ცერცვაძემ “რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
„თუ გაგრძელდა პასიურობა, რომელიც შეინიშნება ვაქცინაციის პროცესში, სახელმწიფომ რაღაც უნდა გააკეთოს, ეს რაღაც, უპირველეს ყოვლისა, უნდა იყოს დარწმუნების კამპანია, მაგრამ თუ ამან შედეგი ვერ გამოიღო, შეიძლება, რა თქმა უნდა, შეიძლება, დადგეს ესეთი საკითხი, რომ იძულების რაღაც ფორმები გატარდეს“,- განაცხადა ცერცვაძემ.