იმაზე, რომ 21-ე საუკუნეში ჩვენთვის ბევრი რამ გამარტივებულიყო, ადამიანებმა წლებისა და საუკუნეებიც წინ დაიწყეს ზრუნვა. გენიოსი ადამიანების გამოგონებებმა მოგვცა საშუალება, ჩვენი ყოველდღიურობა სირთულეებიაგან დაცლილიყო. მათ იფიქრეს, რა მოუტანდა საზოგადოებას შვებას.
იოჰანეს გუტენბერგის გამოგონების შესახებ ბევრი ადამიანისთვისაა ცნობილი. გერმანელმა გამომგონებელმა შექმნა სტამბა, რამაც უკვე სამომავლოდ მნიშვნელოვანი საფუძველი ჩაუყარა საგამომცემლო ინდუსტრიის განვითარებას. ეს გამოგონება მე-15 საუკუნით თარიღდება.
რობერტ ოპენჰაიმერი – მან სახელი დაიმკვიდრა, როგორც ატომური ბომბის შემქმნელმა. ეს მეოცე საუკუნეში მოხდა. საინტერესოა, რომ სწორედ ის იყო თავად საკუთარი გამოგონების წიამააღმდეგ.
ბევრისთვის უცნობია, ვინ გამოიგონა დღემდე ასეთი პოპულარული, საღეჭი რეზინი – ფაქტი ამერიკელი მეცნიერის, თომას ადამსის სახელს უკავშირდება. მისი ეს გამოგონება მე-19 საუკუნის შუა რიცხვებით თარიღდება.
კაი ლუნი – ჩინელი გამომგონებელი, რომელმაც გამორჩეულად საჭირო მასალა – ქაღალდი გამოიგონა. მან დეტალურად შეიმუშავა პროცესი, რომლის მიხედვითაც, საბოლოოდ, კარგად დამუშავებული ქაღალდი მიიღება.
ალექსანდრე გრეჰემ ბელი – სწორედ მის სახელთან არის დაკავშირებული იმ ნივთის გამოგონება, რომლის გარეშეც დღეს ადამიანებს არსებობა ვერ წარმოგვიდგენია – ხსენებულმა გამომგონებელმა ტელეფონი გამოიგონა, რითაც ნელ-ნელა კომუნიკაცია გაცილებით მარტივი გახდა.
გლებ კოტელნიკოვი – მან პარაშუტი გამოიგონა. მოწყობილობა, რომელიც ძალიან დიდი სიმაღლიდან დაშვებას უზრუნველყოფს – ყოველგვარი ხიფათის გარეშე. მან მეოცე საუკუნის დასაწყისში იზრუნა პარაშუტის მოხერხებულობასა და სრულყოფილებაზე.