„საზოგადოებას უნდა ვუთხრათ ყოველდღიურად, რომ მოსალოდნელია მესამე ტალღა, რამაც შეიძლება, დაგვაბრუნოს ნოემბერ-დეკემბრის ვითარებაში“ , – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ “რუსთავი 2″–ს განუცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში ე.წ. კლასტერული გავრცელება დაწყებულია, კლასტერები გამოკვეთილია სამეგრელოში, გურიაში, შიდა ქართლში.
„ეს ნიშანია იმისა, რომ შესაძლებელია, დაიწყოს საყოველთაო გავრცელება ქვეყანაში. ჩვენს ქვეყანაში შეიმჩნევა ეპიდსიტუაციის სერიოზული გაუარესება და საზოგადოებას უნდა ვუთხრათ ყოველდღიურად, რომ მოსალოდნელია მესამე ტალღა, რამაც შეიძლება, ჩვენ დაგვაბრუნოს ნოემბერ-დეკემბრის ვითარებაში“ , – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.