წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანში, ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ თავი მოიკლა. 30 წლამდე ასაკის მამაკაცი ადიდებულ რიონში გადახტა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ნამოხვანთან ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ დაგეგმილ აქციაზე თბილისიდან ჩასული კაცი მდინარეში შევიდა და გაუჩინარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მომხდარზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანში მომხდარ ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სსკ-ის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანა გულისხმობს“, – აცხადებენ შსს-ში.