როგორც ცნობილია, კათოლიკურმა სამყარომ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული 4 აპრილს იზეიმა.
წესისამებრ, ვატიკანში პაპმა ფრანცისკემ სააღდგომო წირვა აღასრულა, სადაც თავად პაპმა და კათოლიკე მორწმუნეებმა ქართული ხატის წინაშე ილოცეს.
მნიშვნელოვანია, ვთქვათ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ქართულ ხატს ვხვდებით რომის პაპის სააღდგომო წირვაზე. ეს მნიშვნელოვანი ტრადიცია, რომელიც წინა პაპმა, ბენედიქტე მეთექვსმეტემ დაამკვიდრა, უკვე რამდენიმე წელიწადია არსებობს.
ქრისტე-მეუფის ხატი, რომელიც პაპის სააღდგომო წირვაზე იყო დაბრძანებული, ამირან გოგლიძის მიერაა დაწერილი.
მასალა მოამზადა: თორნიკე ყრუაშვილმა.
წყარო: Tabula/ტაბულა