აღდგომის მოახლოებასთან ერთად, როგორც წესი, ჩვენ ვიწყებთ სააღდგომო სუფრასა და სადღესასწაულო დეკორაციებზე ზრუნვას. ამ შემთხვევაში, ვეძებთ ისეთ ნივთებს, რომლებიც იქნება სადა და გარემოს მაქსიმალურად სასიამოვნოს გახდის.
მაკო გნოლიძე ერთერთია, ვინც ჩვენთვის ძალიან ლამაზ ხელნაკეთ ნივთებს ქმნის.
ნამუშევრებს ის ადამიანების სურვილის მიხედვით ქმნის. თუმცა, დიზაინი აბსოლუტურად მაკოს ეკუთვნის. ამზადებს იმას, რასაც შეიძლება, სააღდგომო ატრიბუტი ვუწოდოთ. ნივთების ფერი მომხმარებლის გემოვნებით შეირჩევა. უმეტესად, ფორმაზე გადაკრული ბარხატი ბისერებით და მსგავსი აქსესუარებით არის გაფორმებული. წითელი და ბორდოსფერი გაცილებით მეტისთვისაა მოსაწონი.
მოთხოვნას რაც შეეხება, მაკო აღნიშნავს, რომ მის მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთების მიმართ ინტერესი დიდია. გარდა ადგილობრივებისა, ნამუშევრებით უცხო ქვეყნების წარმომადგენლებიც ინტერესდებოან – ისინი გაგზავნილია ამერიკაში, იტალიაში…
სააღდგომოდ მზადება მაკომ ჯერ კიდევ ორი თვის წინ დაიწყო და აღნიშნავს, რომ ჯერ კიდევ საკმაო დროა.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ