მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოში მდებარეწაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიასოფლის ცენტრიდან 7 კილომეტრის მოშორებით, ხირზენის კალთაზე, მაღლობზე მდებარეობს.
სამეგრელოდან სვანეთისკენ მიმავალ წმიდამოციქულ ანდრია პირველწოდებულს ამ ადგილებზეგამოუვლია და ქვის ჯვარი აღუმართავს.
ტაძარი მოგვიანებით მე-7 საუკუნეში აუგიათ, თუმცაჩვენამდე განახლებული, მე-18 საუკუნეში აგებულიდარბაზული ტიპის ეკლესიაა მოღწეული. ტაძარშიწირვა–ლოცვა მე-20 საუკუნის დასაწყისიდან აღარაღევლინებოდა, თუმცა ღვთისმსახურება აქ 90-იანწლებში აღდგა. ჭყონდიდელი მიტროპოლიტისლოცვა–კურთხევით დღეს აქ მამათა მონასტერიფუნქციონირებს…
წელს „წაჩხურობა“ 6 მაისს აღინიშნება. მარტვილში დილიდან ხალხმრავლობა შეინიშნება. ტაძარშიმოსალოცად მისული უშვილო წყვილები წაჩხურუსმთავარანგელოზის ხატს შეწევნას სთხოვენ, ასევეთხოვნის შესრულების გამო მადლობელი ადამიანებიმოდიან. მათ თან პატარა, ლამაზად მორთულიაკვნები მიაქვთ, ზოგს აკვანში თოჯინაც კი ჰყავს. ზოგი კი 4-5 კილომეტრს ფეხშიშველი გადის.
„წაჩხურობას“ სპეციალური წირვა უშვილოებისთვისტარდება. მათ ლოცვებში იხსენიებენ და წყვილებიეზიარებიან.
მასალა მოამზადა: თორნიკე ყრუაშვილმა.