ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე “კომენდანტის საათის” მოხსნის რესურსი არ არსებობს.
“კომენდანტის საათის” მოხსნის რესურსი ამ ეტაპზე არ არსებობს, ვინაიდან ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ მესამე ტალღის პიკის მაჩვენებელი გვექნება და აქედან გამომდინარე, იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ მოქალაქეების უსაფრთხოება, მნიშვნელოვანია, მობილობის შემცირება”, – განაცხადა ტიკარაძემ.
შეგახსენებთ: საქართველოში 21:00-დან 05:00 საათამდე გადაადგილების შეზღუდვა არის დაწესებული.