ამერიკის ხელისუფლება ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების გარკვეული ხნით გადავადების საკითხზე კონგრესის წევრების დარწმუნებას ცდილობს.
ამერიკის ვიცეპრეზიდენტი ჯო ბაიდენი, სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი და ხაზინის მდივანი ჯეკ ლოუ ამ თემასთან დაკავშირებით სენატის საბანკო კომიტეტის წევრებსა და რესპუბლიკელი სენატორების ლიდერებს დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ.
საბანკო კომიტეტმა სექტემბერში ობამას ხელისუფლების თხოვნით ახალი სანქციების დამტკიცება გადადო, თუმცა კომიტეტი ამ დღეებში სამთო და სამშენებლო სექტორებში ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების კანონპროექტის კომიტეტში შეტანის თაობაზე მსჯელობს.
კომიტეტთან გამართულ შეხვედრაზე ბაიდენმა, კერიმ და ლოუმ წევრებს ინფორმაცია მიაწოდეს ჟენევაში ირანთან გამართულ მოლაპარაკებებზე და დასძინეს, რომ შესაძლოა ახლი სანქციების დროც დადგეს, თუმცა ამისათვის ჯერ შესაფერისი დრო არ არის.
კონგრესის ზოგიერთი წევრი ამ წინადადებას დადებითად უყურებს, თუმცა ზოგიერთს მიაჩნია, რომ ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები რაც შეიძლება მალე უნდა ამოქმედდეს.
02.11.13