ღაზის სექტორში შესულ ისრაელის შენართებსა და ჰამასის ძალებს შორის მომხდარი შეტაკების დროს ჰამასის 4 წევრი დაიღუპა.
გავრცელებული განცხადების თანახმად, ისრაელის კუთვნილი ტანკიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად დაღუპული 4 პალესტინელი, ჰამასის სამხედრო ფრთის იზზეთინ ელ კასსამის ბრიგადის სარდლები იყვნენ.
ისრაელში გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სამხედრო შენაერთები რეგიონში ღაზის სექტორიდან ისრაელამდე გაყვანილი გვირაბის დასანგრევად შევიდნენ.
აქვე აღნიშნულია, რომ ჰამასის წევრებმა ღაზაში შესულ ებრაელ სამხედროებს ბომბი ესროლეს, რის შედეგადაც 5 ებრაელი სამხედრო დაიჭრა. ამის შემდეგ კი რეგიონში შეტაკება დაიწყო.
ისრაელის განცხადებით, მომხდარის შემდეგ აფრენილმა საბრძოლო თვითმფრინავმა რეგიონში კიდევ ერთი გვირაბი დაბომბა და დაანგრია.
02.11.13