ისრაელის თავდაცვის სამინისტრო Twitter-ის გვერდზე აქვეყნებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ღაზას სექტორიდან ჰამასის ძალებმა ისრაელის მიმართულებით, ბოლო 38 საათის განმავლობაში, 1,050-ზე მეტი რაკეტა ისროლეს.
რაკეტების უდიდესი ნაწილი ისრაელის ანტი-სარაკეტო თავდაცვის სისტემამ “რკინის გუმბათმა” მოიგერია. რაკეტების სამიზნეს მთელი ისრაელის მასშტაბით დასახლებული პუნქტები წარმოადგენდა.
ისრაელის თავდაცვის სამინისტროს სპიკერის ჰიდაი ზილბერმანის თქმით, რკინის გუმბათმა დასახლებული პუნქტების მიმართ ჰამასის მიერ ნასროლი რაკეტების 85%-90% მოიგერია. ამასთან, ისრაელმა ღაზას სექტორში ჰამასის ინფრასტრუქტურისა და პერსონალის მიმართ საპასუხო დარტყმები 500-მდე წერტილში განახორციელა.