პატარა საქართველოში თითოეულ რეგიონს მისთვისდამახასიათებელი, სხვა კუთხეებისგან გამორჩეულიგემოები და კულინარიული იდეები აქვს, რომლებიცწლებს ითვლის და ტრადიციებად არის ქცეული. ამმხრივ ჩვენი ქვეყანა მთელს მსოფლიოში არისცნობილი.
საინტერესოა, რომ ჩვენთან არასდროს ჩატარებულასაწებლების კვლევა. თუმცა, შესაბამისი პროექტიუკვე არსებობს და ძალიან საინტერესოდმიმდინარეობს – აღმოჩენების კვალდაკვალ.
აღნიშნული პროექტის ხელმძღვანელი ქეთიკვიჭიძეა. კვლევა ეთნოგრაფიულია და ის კეთდებაეთნოგრაფ ნოდარ შოშიტაშვილთან ერთად. მონაცემები რეგიონების მიხედვით აღიწერება. ასევე, საინტერესოა, რომ მოხდება ფოტო–ვიდეოარქივაცია, ფოტოგრაფ პაატა ვარდანაშვილთანერთად.
“თბილისი თაიმსის” შეკითხვებს ქეთი კვიჭიძე პასუხობს.
“ამ ეტაპზე, ვიკვლევთ საწებლებს. უკვევიყავით იმერეთში, სამეგრელოში, გურიაში, აჭარის ნაწილსა და სამცხე–ჯავახეთში. უახლოეს მომავალში ვგეგმავთ რაჭა–ლეჩხუმში, კახეთსა და ქართლში წასვლას. ვიკვლევთ საწებლების სტრუქტურას, რეცეპტურას, ტექნიკას, სახელწოდებებს და ა.შ.”
ამ შემთხვევაში, რა წარმოადგენს თქვენს მიზანს?
ერთერთი კომპანიის დაკვეთაა ეს ყველაფერი. აპირებენ, რომ ბაზარზე სხვადასხვა საწებლითშემოვიდნენ. მათი დაკვეთაა, რომ გაკეთდესძირეეული კვლევა, რათა ყველაფერი სწორადდაიგეეგმოს.
საქართველოში მსგავსი კვლევა არასდროსჩატარებულა. ეს არის პირველი შემთხვევა, რაცქვეყნისთვისაც მნიშვნელოვანი იქნება და, რა თქმაუნდა, ამ კომპანიისთვისაც.
ამ დრომდე ჩატარებული კვლევიდანგამომდინარე, რა შედეგზე არის შესაძლებელისაუბარი?
ბევრი საინტერესო პროდუქტი აღმოვაჩინეთ. აღმოჩნდა, რომ, გარდა ტყემლისა, საწებელი ბევრისხვადასხვა პროდუქტისგანაც მზადდება. შესაბამისად, ამ მხრივ ძალიან საინტერესოპროცესია.