მსოფლიოს ახსოვს ვარსკვლავები, რომლებმაც იცოცხლეს ცოტახანს, მაგრამ წლებისა და ათწლეუბის შემდეგ მათი სახელი კვლავ ცოცხალია. სხვადასხვა მიზეზის გამო, ეს ადამიანები ნაადრევ ასაკში გარდაიცვალნენ და საკუთარ აურაცხელ გულშემატკივარს გული ძალიან დაწყვიტეს. ვნახოთ ზოგიერთი მათგანი
ელვის პრესლი – ამერიკელი მომღერალი და მსახიობი, რომელიც 42 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების გავრცელებულ ვერსიადნარკოტიკების ჭარბი დოზა სახელდება.
ემი ვაინჰაუსი – ბრიტანელი მომღერალი საოცარი შესაძლებლობებით. ის 27 წლის გარდაიცვალა. მიზეზი – ნარკოტიკების ჭარბი დოზა.
პოლ ვოლკერი – მსახიობი, რომელმაც „ფორსაჟი“ დაუტოვა თავის გულშემატკივარს. 40 წლის ასაკში ის ავტოკატასტროფას ემსხვერპლა.
ჰიტ ლეჯერი – მსახიობი სულ რაღაც 28 წლის ასაკში გარდაიცვალა. მიზეზი – გამოწერილი მედიკამენტის არასწორი მოხმარება.
მერილინ მონრო 36 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის იყო ამერიკელი მსახიობი, მოდელი, მომღერალი – უბრალოდ, იდეალური ქალი. კითხვა დღემდე არსებობს – მკვლელობა თუ თვითმკვლელობა?
კორი მონტითი – კანადელი მსახიობი, რომელიც 31 წლის გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ჰეროინის ჭარბი დოზა გახდა.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ