მეოცე საუკუნიდან მუსლიმები ჩნდებიან ახალ ტერიტორიებზე- მრავალი მათგანი კოლონიებიდან მეტროპოლიაში მიემგზავრება. მუსლიმები ჩნდებიან ამერიკაშიც.
თანამედროვე პერიოდში მასობრივად დაიწყე ისლამის პოლიტიზაცია, რამაც გამოიიწვია არამუსლიმი უმცირესობის მდგომარეობის გართულება მუსლიმური უმრავლესობის ქვეყნებში. მუსლიმური ქვეყნები თითქმის მთლიანად დაიცალა იუედეველთა თემებისგან, რომლებიც ისრაელის სახელმწიფოსთან იყვნენ გაიგივებულნი.
მაგალითისთვის მნიშვნელოვანია ვთქვათ, რომ ალბანეთში ენვერ ხოჯას რეჟიმმა აკრძალა ყოველგვარი რელიგიური პრაქტიკა, ხოლო მიუხედავად არჩევნებში გამარჯვებისა, არმია არ აძლევდა საშუალებას ისლამისტურ პარტიებს მიეღოთ ხელისუფლება ტუნისში, თურქეთში, ალჟირსა და ეგვიპტეში.
თანამედროვე პერიოდში იძულებითი სეკულარიზაციის პოლიტიკას კვლავ ისლამის უკიდურესი პოლიტიზაცია მოჰყვა, იდეოლოგიურად ამას საფუძველი ჩაუყარეს საიდ ყუტბმა, რაშიდ ალ-ღანუშიმ და სხვებმა. ამ იდეოლოგიის გავრცელებას არამაჰმადიანურმა სამყაროს სხვადასხვა წნეხის გაძლიერებით უპასუხეს, რასაც მოჰყვა შეიარაღებული ამბოხებები, სამოქალაქო ომები, რომლებიც მოგვიანებით გლობალურ სამხედრო ორგანიზაციებსა და ტერორიზმი გადაიზარდა.
მასალა მოამზადა: თორნიკე ყრუაშვილმა.