აღდგომიდან მე-3 კვირას მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა მენელსაცხებლე დედებს: მარიამ მაგდალინელს, მარიამ კლეოპას, სალომეს, იონას, მართასა და მარიამს, სუსანასა და სხვათა ხსენების დღეს აღნიშნავს.
წმინდა სახარების მიხედვით, უფლის დაფვლის შემდეგ ისინი გამთენიისას მაცხოვრის საფლავთან მივიდნენ და თან ნელსაცხებელი მიჰქონდათ. დედებს საფლავის ლოდი გადაგორებული დახვდათ, ხოლო უფლის ანგელოზმა მათ ახარა, რომ უფალი აღდგა.
ამავე დღეს ეკლესია, ასევე კეთილმსახური მეფის თამარის ხსენების დღესაც აღნიშნავს.
წყარო: www.ambioni.ge
მასალა მოამზადა: თორნიკე ყრუაშვილმა.