ჰოლანდიაში 1925 წლით დათარიღებული საფოსტო მარკა აუქციონზე რეკორდულ ფასად, 208 ათას ევროდ გაიყიდა.
მარკა, რომლის კატალოგის ფასი 150 ათასი ევრო იყო, დაბეჭდილია კოლონიური პერიოდის კენია-უგანდაში და მასზე გამოსახულია ინგლისის მეფე ჯორჯ მეხუთე. საფოსტო მარკა ჰოლანიდიაში დღემდე ყველზე მაღალ ფასად გაყიდული მარკაა.
ისტორიული საფოსტო მარკა, რომელსაც შტამბი არ აქვს და მსოფლიოში მხოლოდ ოთხი ცალია, უცნობმა გერმანელმა კოლექციონერმა შეიძინა.
აუქციონზე მთლიანად 1 მილიონი ევროს ოდენობის შემოსავალი იქნა მიღებული და მასზე გამოტანილი ჩრდილოეთ ნიგერიული 1904 წლით დათარიღებული საფოსტო მარკა 87 ათას ევროდ, მალაიზიური 1923 წლით დათარიღებული მარკა 87 ათას და შრი ლანკური 1925 წლით დათარიღებული მარკა კი 43 ათას 920 ევროდ გაიყიდა.
02.11.13
Discussion about this post