ქრისტეს მიერ საყვარელნო! გახსოვდეთ, რომ სულიერი განწმენდის გარეშე თავისუფლებას სიკეთე არ მოაქვს!
აირჩიე სულიერი მოძღვარი, რომელიც დაგეხმარება საკუთარი მანკიერების შეცნობაში.
საკუთარი ცოდვის განცდა კი გაგათავისუფლებს ამპარტავნებისგან.
ამპარტავნება წარმოშობს დაცინვას, განკითხვას, ზიზღს, სიძულვის. ღვთის შვილობა თუ გინდა, უნდა გძულდეს მხოლოდ ბოროტება, ბოროტების ჩამდენი, ადამიანი კი უნდა გებრალებოდეს, მისი გამოსწორებისთვის უნდა ლოცულობდე, ევედრებოდე ღმერთს. გახსოვდეს, ერთი ადამიანიც რომ გძულდეს, შენს ლოცვას ღმერთი არ შეისმენს.
ტაძარი არ არის საქეიფო ადგილი, ტაძარი სალოცავი სახლია!
ნუ მიენდობი ნურც მატერიალურ სიმდიდრეს და ნურც ადამიანებზე დაამყარებ იმედს; მიენდე მხოლოდ ღმერთი ნებას, მან უკეთ იცის რა არის შენთვის სასარგებლო და მოგცემს ყოველივეს, რაც კი საჭირო და აუცილებელია.
იკითხე წმინდა წერილი, წმინდანთა ცხოვრება და მათი დარიგებანი, რათა მოგემატოს რწმენა და სიყვარული ღვთისა.
გახსოვდეს, რომ იესო ქრისტემ თავისი ჯვარცმით მთელი კაცობრიობა გამოისყიდა ცოდვებისგან და დედამიწაზე დაამყარა ეკლესია, რომლის გარეშეც სულის გამოხსნა შეუძლებელია!
ოჯახური ბედნიერების საყრდენი არის სწორი ზნეობრივი ურთიერთობა ქმარსა და ცოლს შორის, რომელიც გულისხმობს ერთმანეთის სიყვარულსა და ერთგულებას. ცოლ-ქმარმა უნდა შექმნას ერთხორცი, ზნეობრივად სრულყოფილი არსება: ეს ხდება მაშინ, როდესაც ერთი ზნეობრივი სული მიენდობა მეორე მარადიული სიყვარული, რათა ერთმანეთში ნახონ ნუგეში, შველა და დახმარება გაჭირვების ჟამს.
ოჯახი ერთიანი ორგანიზმია, როგორც ეკლესია. ცოლ-ქმარს შორის უნდა სუფევდეს ურთიერთშეწირვის, თავდადებისა და თავგანწირვის სულისკვეთება. მეუღლეები მუდმივად უნდა ზრუნავდნენ ერთმანეთზე უანგაროდ.
მასალა მოამზადა: თორნიკე ყრუაშვილმა.