21 მაისის ვაჭრობა საქართველოს ეროვნული ვალუტის გამყარებით დაიწყო. ამჟამად Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ერთი დოლარის ღირებულება 3.2935 ლარს შეადგენს, რაც ვაჭრობის გახსნის დროს არსებულ ფასთან შედარებით 4 თეთრით ნაკლებია.
ეს ჯერ ოფიციალური გაცვლითი კურსი არაა, თუმცა სავარაუდოდ, ეს გამყარება ოფიციალურ კურსზეც აისახება. მას საქართველოს ეროვნული ბანკი 17:00-ზე გამოაქვეყნებს.
ბოლო ორი კვირის განმავლობაში ლარს გამყარების ტენდენცია ჰქონდა. შედეგად, აშშ დოლართან მიმართებით კურსი 6 თეთრით, ევროსთან მიმართებით კი 7 თეთრით გამყარდა. გუშინ დადგენილი ოფიციალური კურსით ერთი დოლარის საფასური 3.3537 ლარი, ევროს ღირებულება კი 4.0895 ლარი იყო.