IV საუკუნიდან ქრისტიანობა საქართველოსსახელწიფო რელიგიად გამოცხადდა. დღეისათვის, საქართველოს ეკლესია მსოფლიომართლმადიდებელი ეკლესიის განუყოფელინაწილია. თბილისში კი ბევრია ისეთი ეკლესია, რომელსაც დიდი ისტორიული და კულტურულიდატვირთვა აქვს.
სამების საკათედრო ტაძარი მთავარი და უდიდესი მართლმადიდებლური ტაძარია საქართველოში. ელის გორაზე აშენებული ტაძარი ერთ-ერთი უდიდესია მთელს ამიერკავკასიაში. იგი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილია დედაქალაქში. ეს არის ჯვარგუმბათოვანი ხუროთმოძღვრების სტილით აშენებული ძეგლი, ძველისა და თანამედროვე არქიტექტურის ნაზავი.
სამების საკათედრო ტაძარი ორ ძირითად სივრცესმოიცავს: მიწისზედა და მიწისქვეშა არეალს. სამებაში შესვლა 3 ძირითადი მხრიდან არისშესაძლებელი: სამხრეთიდან, დასავლეთიდან დააღმოსავლეთიდან.
მეტეხის ღვთისმშობლის შობის ტაძარი დიდი ისტორიული მნიშვნელობის მატარებელი ძეგლია. იგი მდებარეობს თბილისის ძველ უბანში, კლდოვან ბორცვზე, მეტეხის ქუჩაზე. მეტეხის ტაძარიაშენებულია ძველი ქართული და კლასიკურისტილის არქიტექტურით, რაზეც კედლების განლაგებამიუთითებს. ჯერ კიდევ VI საუკუნეში მეფე ვახტანგგორგასალმა ააშენა ციხე–სიმაგრე, ეკლესია დასასახლე მეტეხის აღმართზე. ქართველებისთვისცნობილი წმინდა შუშანიკის ნეშტი მეტეხის ტაძარშიაგადმოსვენებული, რაც ტაძრის ერთ–ერთი დიდისიწმინდეა. ტაძრის სტრატეგიულიადგილმდებარეობა, ისტორიული როლი თუარქიტექტურა მუდმივად იქცევს მნახველებისყურადღებას.
სიონის საკათედრო ტაძარი წარმოადგენს საპატრიარქო საკათედრო და ისტორიულ ტაძარს თბილისის ცენტრალურ ნაწილში. ტაძრისმშენებლობა დაიწყო VI საუკუნეში, როცა ქართლსგუარამ კურაპალატი მართავდა. სიონის საკათედროტაძრის მშენებლობა დაახლოებით 100 წელიგაგრძელდა და VII საუკუნის მეორე ნახევარშიდასრულდა. სიონის ტაძარი ცენტრალურ–გუმბათოვანი სახისაა, ხოლო არქიტექტურა შუასაუკუნეების ნიმუში. საქართველოს მტრებს სიონისტაძარი ბევრჯერ დაურბევიათ, რამაც განაპირობატაძრის რამდენჯერმე აღდგენა და არქიტექტურისცვლილება. ჯალალ–ედ–დინის ბრძანებით ეწამა ასიათასი ქართველი, რომელთაც ტაძრის წმინდახატების თაყვანისცემა და სარწმუნოების დაიცვაარჩიეს
ნარიყალა- წმინდა ნიკოლოზის ტაძარი ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის ეკლესია საქართველოში ერთ-ერთ უძველეს ციხე-სიმაგრეზე, ნარიყალაზეა აშენებული. იგი აგებულია მეცამეტე საუკუნეში, მეფე დემეტრე თავდადებულის დროს.
1996 წელს ძველ საძირკველზე დაიწყეს ახალი, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის მშენებლობა. XIII საუკუნის გადარჩენილი ნაშთები ახალმშენებლობაში კვლავ არის შემორჩენილი.ნარიყალას ციხიდან, სადაც ტაძარია აშენებულითბილისის ხედი იშლება სავსე ისტორიული დაკულტურული ძეგლებით. აქედანვე ჩანს სამებისსაკათედრო ტაძარიც.
მთაწმინდის მამადავითის ეკლესია მდებარეობსთბილისში, მთაწმინდის ქუჩაზე. ტაძარი ქართულიგუმბათოვანი ხუროთმოძღვრების ნიმუშია, რომელიცაშენებულია აგურით. ტაძრის მშენებელობა მამადავით გარეჯელის სახელს უკავშირდება, რომელიცVI საუკუნიდან იწყება.. მამა დავით გარეჯელი ერთ–ერთი ასურელი მამათაგანი იყო, რომელმაცთბილისში მოღვაწეობისას პატარა სენაკი გამოკვეთადა სამლოცველო ააგო.მამა დავითისსაპატივცემულოდ, მთას მამადავითი უწოდესქართველებმა.
მასალა მოამზადა: თორნიკე ყრუაშვილმა.