ბევრისთვის ნანატრი ზაფხული უკვე კარს მოგვადგა. ეს სეზონი, ჩვეულებრივ, დასვენებასა და დროის სასიამოვნოდ გატარებასთან ასოცირდება. ამის ერთერთი საუკეთესო საშუალება კი სწორად შერჩეული ფილმია. არსებობს ფილმები, რომლებიც ზაფხულის ცხელ დღეებს განსაკუთრებულად უხდება.
„მამა მია“ – ისტორია ახალგაზრდა გოგონაზე, რომელიც ოჯახის შექმნის ზღვარზეა. სხვა გოგონების მსგავსად, მასაც უნდა, საკურთხეველთან მამამ მიიყვანონ. მაგრამ ვინ არის მისი მამა? სოფი მოულოდნელობას წააწყდება.
„ზაფხულის ცხელი ღამეები“ – ახალგაზრდა ბიჭს თავის გარემოცვაში ყველაზე პოპულარული გოგონა უყვარდება. ამავე დროს, ის ნარკომოვაჭრეებთან იჭერს საქმეს. ამ საქმეში მისი პარტნიორი რჩეული გოგონას ძმაა. საინტერესოა, რა გამოსავალი არსებობს?
„ამომავალი მთვარის სამეფო“ – ისტორია ორ მოზარდზე, რომელსაც ერთმანეთი უყვარდება. ისინი გაიპარებიან, მათ უამრავი ადამიანი ეძებს. მაგრამ კუნძულზე ქარიშხალი ამოვარდება.
„სანაპირო“ – ამბავი თავგადასავლების მოყვარულ ტურისტზე. მას ხელში საიდუმლო კუნძულის რუკა ჩაუვარდება. თუმცა, შეუძლია მას იქ ცხოვრება?
„მზის ამოსვლამდე“ – ამბავი, რომელიც მხოლოდ ერთ დღეში ვითარდება. სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდები ერთმანეთს გაიცნობენ…
„ბოლო ზაფხული“ – ბოლო ზაფხული უნივერსიტეტის დამთავრებამდე და თვალის გადავლება უახლოეს წარუსულში…
„ვერ ვიტან ზაფხულს“ – საინტერესო ამბავი, თუ როგორ დამეგობრდება სამი ოჯახიზ რომელმაც ერთი და იგივე სახლი დაიქირავა.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ