ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემია ბოლო პანდემია არ იქნება.
„ეს არ იქნება ბოლო პანდემია. შეიძლება ზოგიერთი პანდემიის პრევენცია შევძლოთ, მაგრამ ყველას ვერ ავიცილებთ თავიდან. ჩვეული საქმიანობა ჩვეულ შედეგს გამოიღებს: სამყარო, რომელიც არ არის უსაფრთხო, მოუმზადებელი და უსამართლოა“, – აღნიშნა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.