ევროკავშირი ბელარუსს €3-მილიარდიან საინვესტიციო პაკეტს შეუჩერებს. ამის შესახებ Reuters-ი წერს. გამოცემის ცნობით, როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, საინვესტიციო პაკეტი გაყინული იქნება მანამ, ვიდრე ქვეყანა დემოკრატიულ გზას არ დაუბრუნდება.
ცნობისთვის, აღნიშნული განცხადების მიზეზი 23 მაისს მომხდარი ინციდენტი გახდა, როდესაც ათენიდან ვილნიუსისკენ მიმავალი Ryanair-ის სამგზავრო თვითმფრინავი იძულებით დასვეს მინსკის აეროპორტში, რათა ლუკაშენკოს მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილი ბელარუსი ჟურნალისტი დაეკავებინათ.