როგორც მარიამი გვიყვება: აქ, საქართველოში, დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, წითელი დიპლომით, მაგისტრატურაზე სწავლას ვაგრძელებ UCLA-ში, (University of California Los Angeles), რომელიც ამერიკაში #1 სახელმწიფო უნივერსიტეტია საერთაშორისო რეიტინგებით (usnews და Times რეიტინგებით).
ამერიკაში სწავლას ვაგრძელებ ბიზნეს და საგადასახადო სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე და ვაპირებ იქვე საადვოკატო გამოცდის ჩაბარებას და ლიცენზიის აღებას.”
შეგახსენებთ, რომ ბოლო წლებში არაერთმა ქართველმა სტუდენტმა დაიწყო სწავლა ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო უნივერსიტეტებში